Friday, May 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ ეპიზოდზე დაკავებულ ირაკლი სულაბერიძესა და დემეტრე კასრაძეს პატიმრობა შეეფარდათ

May 29, 2026
გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ ეპიზოდზე დაკავებულ ირაკლი სულაბერიძესა და დემეტრე კასრაძეს პატიმრობა შეეფარდათ

გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ ეპიზოდზე დაკავებულ ირაკლი სულაბერიძესა და დემეტრე კასრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ჯგუფური ძალადობის საქმეზე, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებიც ფიგურირებენ, კიდევ ორი პირი პროკურატურამ გუშინ დააკავა. აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ცნობილი.

“წარმოდგენილია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელშიც ფიგურირებენ უკვე მსჯავრდებულები – ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე და, აღნიშნულ პირებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ ძალადობრივ ქმედებებში ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე. ვიდეოკამერის ჩანაწერების გარდა, წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები… ერთ-ერთი ბრალდებული, საუბარია დემეტრე კასრაძეზე, ფიგურირებს გიგა ავალიანის საქმეში, ვინაიდან ის იყო ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარი, რომელსაც გაბაშვილი მომხდართან დაკავშირებით უყვებოდა, სავარაუდოდ, მან აჩვენა კიდევაც, გიგა ავალიანზე თავდასხმის ვიდეო და ამას მოჰყვა, კასრაძის მხრიდან უცენზურო, შეურაცხმყოფელი შეფასება გიგა ავალიანის მისამართით. გიგა ავალიანზე თავდასხმის დროს, დემეტრე კასრაძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ეს იყო სოციალური ქსელის საშუალებით მიმოწერა, ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე კასრაძეს შორის, როდესაც ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი, თავის მეგობართან დემეტრე კასრაძესთან, ალექსანდრე გაბაშვილს” – თქვა სასამართლოს დასრულების შემდეგ პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

“…2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთში, იამალის ნახევრაკუნძულზე პირველად გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც უკრაინიდან 2000 კმ-ზე მეტითაა დაშორებული
  • თერჯოლასთან, ავტომაგისტრალზე ავტოავარია მოხდა
  • ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი ვიდეო-ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge