“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან საზოგადოებას თავად გაუმხილა და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა თუ როგორ დაინფიცირდა და გადაიტანა კროონავირუსი.
„გავცივდი, ყველა მეგობართნ პირბადე არ მეკეთა, მოდიოდა ხალხი, მივლიდნენ, ასპირინი მოჰქონდათ, ამ ასპირინთან ერთად მომიტანეს კორონა. ვითომ კარგად ვიყავი, თან არ ვიყავი კარგად. სამი დღე მქონდა გაციება, შემდეგ ერთი დღე არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. მალევე დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ასპირინი მომიტანა და მითხრა რომ ცუდად იყო, გაიკეთა ტესტი და აღმოჩნდა დადებითი, მეც იმ წუთასვე გავიკეთე და კოვიდი აღმომიჩნდა. შემდეგ გავქანდი ლაბორატორიაში PCR ტესტი გავიკეთე და დამიდასტურდა.
დასკვნა ასეთია ერთი დღე ვიყავი ცოტათი მოთენთილი – ეს იყო ჩემი კოვიდი. იზოლაციაში ვიყავი, ყველაზე მეტად ვფრთხილობდი რომ სხვისთვის არ გადამეცა. ფაქტობრივად უსიმპტომოდ გადამიარა.
დავადგინე რომელი კოვიდიც მქონდა, ეს არის BE 5 ომიკრონის ახალი ტიპი, რომელიც ევროპაში ყველგან არის გავრცელებული. ვინც აცრილია იმათ ძალიან იოლად გადააქვთ” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ