ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დღეს ბსუ-ს პროფესორმა ნანი გვარიშვილმა თქვა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, რომ ის სტუდენტებს ხელით ეხება, დამონტაჟებულია.
კადრები, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება ლექტორი სტუდენტებს გამოცემა აჭარა თაიმსმა გუშინ გაავრცელა. რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ, როდესაც მათ ნანი გვარიშვილი დაუპირისპირდა.
გვარიშვილთან ერთად სტუდენტებს მისი ქმარ-შვილიც დაუპირისპირდა – ქმარი, ანზორ დევაძე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორია, შვილი, ლელა დევაძე კი ასისტენტ-პროფესორი.
