Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

May 29, 2026
“არის ბევრი სიახლე…” – გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“გუშინ, რამდენიმე ბოტმა ააფეთქა სოციალური ქსელი.
ისინი აპელირებდნენ სამ რამეზე:
1) ნია უდანაშაულოა!
2) პროკურატურა არ დაუშვებს უდანაშაულო არასრულწლოვანი დაიჭიროს!
3) ეკას აგიჟებს ხალხი!
არ მიკვირს მათი აფართხალება, თვითგადარჩენა ჩაერთოთ მაგრამ პასუხს მაინც დავწერ:
1) ჩვენ ნუ გვიმტკიცებთ ნია იმნაძის უდანაშაულობას, დაზოგეთ რესურსი და მოსამართლეს დაუმტკიცეთ!
2) არ გიშველით ეს პროკურატურის თაფლი-მათრახი, თქვენი წამზომი უკვე ჩართულია!
3) დიახ, საზოგადოება მართლაც მაგიჟებს! 7 თვე გააფთრებული იბრძვის ჩემთან ერთად! ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ ერთსულოვნებას, ასეთ სიმტკიცეს, ასეთ ერთგულებას!
და ბოლოს:
— დიახ, საუკუნო ვალში ვარ საზოგადოებასთან!
ვალში არასდროს არავის ვრჩები, მაგრამ ამხელა ვალს ვერ ავწევ; მით, უფრო, რომ მე ჩემი სიცოცხლის გაგრძელების აზრს ვერ ვხვდები.
თუმცა თქვენ ეს, ჩემი თქვენდამი ვალიც კი გამასტუმრებინეთ — დაამტკიცეთ, რომ ვიდრე იქნებით ასე ერთსულოვნები, ასე მტკიცე, ასე ერთგულები, ვერავინ და ვერაფერი მოგერევათ!
ერთმანეთის მხარდამხარ!
ერთმანეთის იმედად!
მე არ მახსოვს, სახელმწიფო და სრულიად საზოგადოება ასე ერთიანი რომელიმე საქმეში.
სრულიად საქართველო იბრძვის გიგასთვის.
სამყაროსხელა მადლობა ყველას!

თუმცა რატომ იყოს პოსტი არაინფორმატიული, პატარა, მაგრამ ბომბ ინფორმაციას დავდებ:
1 ოქტომბერს, 20:14 სთ-ზე, ალექსანდრე გაბაშვილმა დაურეკა გიორგი მალანიას და ესაუბრა 50 წამის განმავლობაში.
ეს არის მკვლელობამდე, ზუსტად 2 საათით ადრე და
ამ დროს, გიორგი მალანია იყო მამასთან, მერაბ მალანიასთან ერთად. ანუ მამას ესმოდა, რა ინფორმაციას აწვდიდა მკვლელს მისი შვილი და თუ ინფორმაცია არ ესმოდა, მაშინ მისი შვილი ნამიოკებით და ნაცვალსახელებით ლაპარაკობდა; რაც, ყოფილ შსს-ს მინისტრის მოადგილეს უყურადღებოდ არ უნდა დარჩენოდა.
14 ოქტომბერს, მაშინ როცა პირველად დაიკითხა ნია იმნაძე, ღამის 11-ის ნახევრიდან, გამთენიის 4-ის ნახევრამდე ან ცოტა უფრო მეტ ხანს, ნია იმნაძის ლოკაცია ემთხვევა მერაბ მალანიას საცხოვრებელი ბინის ლოკაციას.
როგორც ალექსანდრე გაბაშვილის ადვოკატმა, ვინმე ვაკო (ვახტანგ) მაჭარაშვილმა თქვა, იმიტომ არ ალაპარაკებენ არც ერთ არასრულწლოვანს, რომ ეშინიათ პროკურორმა არაფერი ათქმევინოთ გიორგი მალანიაზე!!
მაშ, მერაბ მალანიამ იცოდა ყველაფერი მკვლელობამდეც და მკვლელობის შემდეგაც?!?!?!
მაშინ, მერაბ მალანია-ც გისოსებს მიღმა!!!
კიდევ ერთი სურათი მოვიპოვეთ ჯგუფელებისგან. სახე არ უჩანს, მაგრამ….” – წერს ეკა კუპატაძე.

გუშინ ჯგუფური ძალადობის საქმეზე, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებიც ფიგურირებენ, კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • “საქართველოს 20% კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება. გამარჯვება საქართველოს!” – The Tiger Lillies
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge