Friday, May 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მოქალაქეები საქართველოში სისტემური წამების საფრთხის წინაშე დგანან” – ირაკლი ფავლენიშვილი

May 29, 2026
“მოქალაქეები საქართველოში სისტემური წამების საფრთხის წინაშე დგანან” – ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გორში დაკავებული მოქალაქის საქმეს სისტემური წამების მორიგ მაგალითად აფასებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავისუფალი მედიის მიერ მოპოვებული ვიდეომტკიცებულების გარეშე საზოგადოება ვერ იხილავდა, თუ როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცველები ორ მოქალაქეს, რომლებიც, მისი თქმით, წამების შემდეგ პატიმრობისთვისაც გაწირეს.

ფავლენიშვილის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა ადასტურებს, რომ საქართველოში მოქალაქეები კვლავ სისტემური ძალადობისა და წამების საფრთხის წინაშე დგანან, რის გამოც მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და საქმის წამების მუხლით გამოძიება მოითხოვა.

“რომ არა თავისუფალი მედიის წარმომადგენლების სამოქალაქო გამბედაობა, არ იქნებოდა ვიდეომკტიცებულება იმის, თუ როგორ აწამეს საქართველოს ორი მოქალაქე, ხოლო შემდგომში ეს ნაწამი ხალხი გასწირეს პატიმრობისთვის. ეს არის სისტემური წამების კიდევ ერთი ეპიზოდი, რაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში არიან სისტემური წამების საფრთხის ქვეშ და ამ ყველაფრის მიზეზი, პირველ რიგში, გახლავთ ის, რომ შსს-ს ხელმძღვანელობს ბატონი სულხან თამაზაშვილი და ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, რომლებიც არიან სისტემური წამების გამო სანქცირებულები. მათ უკან დასახევი გზა აღარ გააჩნიათ, ისინი წამსვლელები არიან ყველაფერზე. მათ სისტემური წამება აქციეს ერთ დროს სახელოვანი ქართული შსს-ს, ყველა თანამშრომლის არა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილის უკვე თანამშრომლების მოქმედების, ფუნქციონირების წესად. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს გორის შემთხვევა, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც მოუვიდა, მაგალითად, გურამ როგავას, ის, რაც მოუვიდა მაკა ჩიხლაძეს, ლევან ხაბეიშვილს. ამისთვის საჭიროა, ეს ხალხი დაუყოვნებლივ წავიდეს სისტემიდან. ეს ხალხი არის სისტემური წამების შემოქმედი და აღმსრულებელი.

გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ადამიანი, რომელიც არის წამებული იყოს გათავისუფლებული ბრალეულობისგან და მის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდეს. არის ცინიკური და ბოროტება, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულება კაცის წამების და ის კაცი არის ბრალდებული და გამოძიება მიმდინარეობს. და მეორე, რაც ჩვენ ვნახეთ წამება და არ გვინახავს უფლებამოსილების გადამეტება, არ სჭირდება იურიდიული ცოდნა ამის მიხვედრას, ამიტომ დაუყოვნებლივ აღიძრას საქმე წამების მუხლით” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გერმანიიდან საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანა გართულდა – რატომ აღმოჩნდა საქართველო შავს სიაში?
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • სოხუმში სროლა იყო – დაჭრილია ექიმი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge