დანაშაულზე, რომელსაც ხანდაზმულობა არ აქვს და თხუთმეტწლიანი პატიმრობით ისჯება – საიას შეფასებით, ეს არის მუხლი რომლითაც საქართველოს პროკურატურას გამოძიება პოლიცილების წინააღმდეგ უნდა დაეწყო. გორში პოლიციელების მიერ ჯგუფურად ნაცემი კაცის საქმეზე უფლებადამცველები წამების დადგენას მოითხოვენ. იურისტების თქმით, სახეზეა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაული, რასაც პროკურატურა განზრახ მსუბუქი მუხლით იძიებს.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი სახალხო დამცველი ფიქრობენ, რომ საქმეების არასწორი კვალიფიკაციით გამოძიება პროკურატურამ უკვე წესად აქცია. სასამართლოს კანცელარიაში სხივისი ნივთის დაზიანების საქმეზე ალეკო ელისაშვილს ბრალი ტერორიზმის მუხლით წარუდგნეს, ჯგუფურად სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეზე თავდასხმა გასნაკუთრებული სისასტიკით კი პოროკურატურისთვის წამება არ არის. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სამოხელეო დანაშაულის მუხლით დაწყებული გამოძიება პროკურატურის მხრიდან მხოლოდ რეაგირების იმიტაციაა.
მასობრივ ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნების ღირსების ორდენებით დაჯილდოება და ხალხის წამებიდან 2 წლის შემდეგ მხოლოდ 5 სპეცრაზმელის დაკავება, ოპოზიციისთვის იმის დასტურია რომ ოცნების მმართველობის პირობებში გორში მოხმდარი ფაქტი არა ერთეული გადაცდომა, არამედ პოლიციის მხრიდან პირის დაკავების სტანდარტული პრცესია.
ხალხის პროტესტის შემდეგ პროკურატურა გამოძიებას იწყებს – არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელებს აკავენენ, თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოების ყურადღება მოდუნდრება რეალობა სხვა მიმართულებით იცვლება. ადვოკატი მარიამ ბარსონიძე “პირველებს” უყვება, რომ ამ დრომდე გამოიძიებელია გორის პოლიციაში 21 წლის ახალგაზრდის ცემის საქმე.
