“გინდათ, რომ [ხარებასთან] ურთიერთობა გამიფუჭოთ” – ასე პასუხობს კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მას გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის [ხარებას] მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას შეეხებოდა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
“…რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილს, მას ეკუთვნოდა ღირსების ორდენი იმის გამო, რომ მან და პოლიციის სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისგან. […] ხარაზიშვილის მხრიდან არ იყო არავითარი კონკრეტული ძალადობრივი აქტი ხო? არც ერთი ძალადობრივი აქტი არ იყო” -თქვა კობახიძემ.
• ჟურნალისტი: კადრი არსებობს, როცა პიკაპის მანქანასთან ერთ-ერთ მოქალაქეს წიხლს სთავაზობს
• კობახიძე: თვითონ ხარაზიშვილი?
• ჟურნალისტი: დიახ
• კობახიძე: შეგვიძლია, მივმართოთ ერთად სამართალდამცავ ორგანოებს და ვნახოთ, რასთან გვაქვს რეალურად საქმე.
![“გინდათ, რომ [ხარებასთან] ურთიერთობა გამიფუჭოთ” – ირაკლი კობახიძე](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2026/05/BeFunky-collage-2026-05-28T180130.039-1140x797.jpg)