Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ასეთი ფაქტები შეიძლება ყველგან მოხდეს…” – ნინო წილოსანი გორში მომხდარ ფაქტზე

May 28, 2026
” მე არ ვიქნებოდი ისეთი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული, როგორიც გერმანიის ელჩია ” – ნინო წილოსანი

გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ეს ვფიქრობ, რომ მყისიერად ნახა საზოგადოებამ – სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ცდილობს საკუთარ ხელისუფლებას ან საკუთარ მმართველობასთან გაავლოს პარალელი, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს, თავისი დანაშაულებრივი შავი ლაქა სხვას დააბრალოს, თუმცა ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მაგვარი სახელმწიფოს არც ახსოვს და ალბათ არც ეყოლება“.

„გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ეს ვფიქრობ, რომ მყისიერად ნახა საზოგადოებამ. იმავე დღეს დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მეორე დღეს კი ექვსი პირია დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორად აღწერს, რომ გადაცდომა იქნება თუ ნებისმიერი პირის მხრიდან ჩადენილი გარკვეული სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისად იქნება პასუხგაცემული. თუმცა, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ცდილობს საკუთარ ხელისუფლებას ან საკუთარ მმართველობასთან გაავლოს პარალელი. ეს იყო მოძალადე რეჟიმი, რომლის მმართველობის დროს სადღაც 150-მდე ადამიანი ჰყავდათ ქუჩაში მოკლული და თავისი დანაშაულებრივი ხელისუფლების პერიოდში კიდევ გაცილებით მეტი ნაცემი და დასახიჩრებული. წარმოუდგენელი ფაქტები ვიცით მათ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თავისი დანაშაულებრივი, შავი ლაქა სხვას დააბრალონ ან მიაწერონ, თუმცა ეს არის დანაშაულები, რომელიც არავისთან არ შეიძლება რომ პარალელი გაავლოს. ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მაგვარი სახელმწიფოს არც ახსოვს და ალბათ არც ეყოლება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება საკმარისი, წილოსანმა უპასუხა, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა როგორი მკაცრი რეაგირება აქვს სახელმწიფოს მსგავსი ფაქტების მიმართ.

„სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არის სამართლებრივი და შესაბამისად ექვსი პირია დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა, როგორი მკაცრი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი ფაქტების მიმართ. ასეთი ფაქტები შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს. დანიასთან მიმართებით პრობლემა იყო ის, რომ ჩვენგან განსხვავებით არავინ არ დაგმო ეს ფაქტი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები” – ნიკა გვარამია
  • “ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი [პოლიციელი] გამოკითხულიც კი არ არის” – ქეთევან თურაზაშვილი
  • “ნელ-ნელა იწყება ყველაზე უხმო გარდაქმნა: ძალა ავტორიტეტად იქცევა, შიში სიბრძნედ… ასეთ ეპოქაში ადამიანები ხშირად აღარ ემორჩილებიან მხოლოდ მმართველებს” – მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge