Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა…” – კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა

May 28, 2026
“შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა…” – კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა

ფაქტი ძალიან მძიმე სანახავი იყო. ვინც კადრები ნახა, გულგრილი ვერავინ დარჩებოდა, თუმცა, აქ არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არავის მიეცემა საშუალება კანონის დაარღვიოს და ამას თვალდახუჭულმა შევხედოთ,- ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მიერ ორ პირზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და 6 პირის დაკავებას გამოეხმაურა.

ამასთან, კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი „სისტემურ დანაშაულთან გააიგივეს”, კალაძე ამბობს, რომ „სისტემური დანაშაული 2012 წლამდე ხდებოდა“.

„გვახსოვს, რა ხდებოდა, რა ვითარება იყო საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. ხალხი კარგად ხედავს განსხვავებას“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები” – ნიკა გვარამია
  • “ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი [პოლიციელი] გამოკითხულიც კი არ არის” – ქეთევან თურაზაშვილი
  • “ნელ-ნელა იწყება ყველაზე უხმო გარდაქმნა: ძალა ავტორიტეტად იქცევა, შიში სიბრძნედ… ასეთ ეპოქაში ადამიანები ხშირად აღარ ემორჩილებიან მხოლოდ მმართველებს” – მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge