Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შემოღებას VII-X კლასებშიც გეგმავს

May 28, 2026
სასკოლო ფორმების ტენდერი ჩავარდა – განათლების სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას გაზრდილი ფასით ითხოვს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, მომდევნო წლებში სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ.

ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა.

„სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. ის ხელს უწყობს დისციპლინისა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, ამცირებს სოციალურ განსხვავებას. მშობლებისთვის ხშირად ამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს. აყალიბებს მოწესრიგებულ და აკადემიურ გარემოს. ჩვენი მიზანი იყო და არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და არ გამოგვიცხადებია საერთაშორისო ტენდერი. თუმცა ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა. სამწუხაროდ, გამოვლენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში იქნება გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია.

იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია საკმაოდ დიდ მოცულობაზე, 1 800 000 ტანსაცმლის ერთეულის შესყიდვა- მოწოდებაზე, ეს პროცესი დაიგეგმა ეტაპობრივად. ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით. ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები იქნებიან უზრუნველყოფილები. ჩვენ სკოლაში ფორმას არ ვაბრუნებთ, სკოლაში ფორმის კულტურა შემოგვაქვს. თაობები ისე გაიზარდნენ, რომ იცოდნენ ფორმა იყო კერძო სკოლებში დამკვიდრებული.

საზოგადოებაში ისმის შეკითხვა რატომ მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასებში და რატომ არა ზედა კლასებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერ დავიწყოთ სკოლის ფორმის კულტურის დამკვიდრება ქვედა კლასებში და ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ. თუკი მეექვსე კლასელი წელს პირველი სემესტრის განმავლობაში ჩაიცვამს ფორმას, შემდგომში შევა ცვლილება შესაბამის ნორმატიულ აქტში და დაემატება შემდეგი წლიდან მეშვიდე კლასი, შემდეგ მერვე კლასი და ა.შ. რამდენიმე წლის განმავლობაში ფორმის კულტურა ჩამოყალიბდება, ბავშვები შეეჩვევიან და არანაირ კონფრონტაცია არ იქნება“,- განაცხადა მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაზე ისაუბრეს თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან?
  • “სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად, მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა” – გივი მიქანაძე” –
  • “გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს” – სამოქალაქო კამპანია “ერთი ხალხი – ერთი საქართველო“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge