Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ტემპერატურის მატება გამორიცხული არაა – გლობალური დათბობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად აისახება“

May 28, 2026
„ტემპერატურის მატება გამორიცხული არაა – გლობალური დათბობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად აისახება“

კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ეს პროცესი დაახლოებით 1750 წლიდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა დაფიქსირდა, თანაც აღმოჩნდა, რომ ეს მატება ამ პერიოდში უფრო სწრაფია, ვიდრე მანამდე იყო. მეცნიერები არ გამო­რიცხავენ, რომ ტემპერატურის პროგრესულად მატება გაგრძელდეს. ქართველი ექსპერტები ამ ზაფხულს საქართველოში მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ. გლობალუ­რი ტემპე­რატურა უკვე საშუალოდ 1.5 გრადუსით არის გაზრდილი და საჭიროა პრე­ვენციული ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანა პროცესებს მზად შეხვდეს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე კლიმატის ცვლილების დამოუკიდებელი ექსპერტი მარინა შვანგირაძე გვესაუბრება.

– მეტეოროლოგები ზაფხულში ტემპერატურის 1,5 გრადუსით მომატებას ვარაუდობენ, ზაფხულში, კონკრეტულად თბილისში, მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა 45 გრადუსიც იყოს. რა არის ამის მიზეზი?

– ამას პროგნოზები სჭირდება, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო აკეთებს – მას აქვს თანამედროვე მოდელები, წვდომა საერთაშორისო მოდელებთან და ამის საფუძველზე საკმაოდ სიზუსტით აკეთებენ პროგნოზებს. რა თქმა უნდა, ტემპერატურის მატება გამორიცხული არ არის. გლობა­ლური დათბობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად აისახება. გლობალური დათბობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ გაძლიერებულია ისეთი სარისკო მოვლენები, როგორიცაა ხანძრები, წყალდიდობები… ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ზაფხულში მომატებულია თბური ტალღები, ზოგიერთ ტერიტორიაზე უფრო წყალდიდობა მომრავლდა, აშშ-ის ტერიტორიაზე კი უფრო ქარიშხლები, მათ შორის წყლის მოვარდნებით. ასე რომ, პროგნოზირება რთულია, ამიტომ მიდგომა ასეთია: კარგია, რომ ეს ვიცით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

– რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება და რა რისკების წინაშე ვდგავართ გლობალური დათბობის დროს?

– ჩვენთან მომატებულია ტყის ხანძრები და ასეთი ტყეები უნდა აღვჭურვოთ სპეციალური მოწყობილობებით, შეიძლება ეს იყოს თბური დრონები – როცა ხანძარი იწყება, დრონებს თბური ტალღების საშუალებით შეუძლიათ სიგნალის მოწოდება. შეიძლება ხანძარი უმნიშვნელო იყოს, თავისითაც ჩაქრეს, მაგრამ ეს მოწყობილობები საშუალებას გაძლევს მიხვიდე და გადაამოწმო.

იხილეთ ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციელები პაპუნა ლოცულაშვილს აგინებდნენ, რადგან თქვა: „კინაღამ გადამიარეთო“, ამის გამო სცემეს! – არ იყო ისე, რომ პაპუნა ვიღაცაში აერიათ, მანქანიდან გადმოხტნენ ადამიანის ცხვირ-პირის დასამტვრევად” – ადვოკატი
  • “გორში მომხდარი ფაქტი არის ძალიან მძიმე, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს” – კახა კალაძე
  • ირაკლი კუპრაძე, თანაგუნდელებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge