Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ” – ზურაბ ჯაფარიძე

May 28, 2026
"ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ - ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ" - ზურაბ ჯაფარიძე

„ქართული ოცნების“ პირობებში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩემი აზრით, არის არარეალისტური. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო/ვიდეო გადაიღონ, მაგის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „მმართველმა გუნდმა წლები დახარჯა იმაზე, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექცია და მათ ინტერესში არ შედის ამერიკისა და საქართველოს დაახლოება“.

„საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ვაშინგტონს შორის რაღაც ფორმალიზება მოხდეს, საერთოდ არ ყოფილა. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, საუბარი იყო ამ რეგიონსა და ამ ქვეყანაში რა არის ამერიკის ინტერესები. საუბარი იყო იმაზე, როგორ შეიძლება ამ ინტერესების დამთხვევა და გატარება. მაგის წინა პირობა არის, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა. როცა საუბარი არის ამერიკის ინტერესებზე, განსაკუთრებით ამ ადმინისტრაციის პირობებში, მეტწილად საუბარია ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე, მაგას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა, რაც არის ლიბერალური დემოკრატიის საფუძველი, რაც არ გვაქვს. მე მხოლოდ გამიხარდება, რაც მეტი ამერიკული ინტერესი იქნება ამ ქვეყანაში. საქართველოს აღარ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი რაც აინტერესებს, არის, რომ რამენაირად ფოტო/ვიდეო დადონ, სადაც კობახიძე ან ვიღაც ხელს ართმევს რუბიოს. ამის იქით არანაირი ეკონომიკური ინტერესები, არანაირი დაახლოება ამერიკასთან, არანაირი ამერიკის შემოსვლა ქვეყანაში…

„ქართული ოცნების“ პირობებში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩემი აზრით, არის არარეალისტური. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო/ვიდეო გადაიღონ, მაგის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ. წლები გახარჯეს იმაზე, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექციათ და ამათ ინტერესში არ შედის ამერიკისა და საქართველოს დაახლოება. ვერც შემოვლენ ამერიკული კომპანიები ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ ოპოზიციის ნაწილს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვედრა გამართეს საპატრიარქოში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა…” – სიახლე მგზავრებისთვის
  • კახა კალაძის ინფორმაციით, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge