Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პაპუნა ლოცულაშვილზე 10-მდე პირი ძალადობდა, 6 პოლიციელის დაკავება არაა საკმარისი – გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს” – პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ადვოკატი

May 28, 2026
“პაპუნა ლოცულაშვილზე 10-მდე პირი ძალადობდა, 6 პოლიციელის დაკავება არაა საკმარისი – გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს” – პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ადვოკატი

ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გაცილებით მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, ვიდრე დაკავებულები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, 6 სამართალდამცავის დაკავება საკმარისი არ არის, ამასთან, ის მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და აღნიშნავს, რომ გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს.

„ეს ის მუხლი არ არის, რა მუხლითაც უნდა დაეკავებინათ ეს პირები, აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა წაუყენონ, რადგან სამ სხვადასხვა ეპიზოდზე სცემდნენ და აწამებდნენ პაპუნას. მას ფიზიკური დაზიანებები – ნეკნი ჩამტვრეული, ასევე სხვადასხვა, მრავლობითი დაზიანებები აქვს. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს პაპუნას მიმართ გამოძიება, რადგან ის არის დაზარალებული და წამების მსხვერპლია. რაც შეეხება დაკავებულებს, იქ 10-მდე პირი ძალადობდა, 6 ადამიანი არაა საკმარისი, რომ დასაჯონ, რადგან ერთის მხრივ, მუხლი არასწორია, მეორეს მხრივ, ყველა პირი დასჯილი არაა“, – აცხადებს ტყეშელაძე.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  • “კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა…” – სიახლე მგზავრებისთვის
  • კახა კალაძის ინფორმაციით, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია ააშენებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge