Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა“ – გია ხუხაშვილი გორში მომხდარი ძალადობის შესახებ

May 28, 2026
“ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა“ – გია ხუხაშვილი გორში მომხდარი ძალადობის შესახებ

“ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ გა­და­უ­წყვე­ტია, რა გზით წა­ვი­დეს: ამ წე­სი­ერ კაცს შე­ტე­ნონ, რომ ის არის ტე­რო­რის­ტი მა­მა­ძაღ­ლი, თუ ფორ­მა­ლუ­რად ვი­ღა­ცებს [პო­ლი­ცი­ე­ლებს] შე­ა­ხო­ცონ ხელი“, – ამის შე­სა­ხებ ანა­ლი­ტი­კოს­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გორ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

“პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ფაქ­ტის შემ­დეგ მი­ნი­მუმ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გა­დად­გე­ბო­და.მი­სი­ვე თქმით, ეს არ იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა, არა­მედ საქ­მე გვაქვს სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თან, რად­გან ძა­ლა­დო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც იყო ჩარ­თუ­ლი.

“სის­ტე­მის­თვის თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის გა­წირ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ ტი­პის სის­ტე­მე­ბი დო­მი­ნოს პრინ­ცი­პი­თაა აწყო­ბი­ლი. ვი­ღაც რომ გა­წი­რო, ამას შე­იძ­ლე­ბა ჯაჭ­ვუ­რი, ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვეს. ამ შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე დგას სის­ტე­მა და ერთი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თუ გა­წი­რე, ათმა შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცებ­ზე ხელი აღარ მო­გი­წე­როს. ამი­ტომ შემ­სრუ­ლებ­ლის გა­წირ­ვა რთუ­ლი საქ­მეა. თუმ­ცა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­დე­საც ძა­ლი­ან აგორ­და აღ­შფო­თე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ად­გნენ და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და­ი­ჭი­რეს, სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში ჰყავ­დათ ცი­ხე­ში, ფუ­ლიც გა­და­უ­ხა­დეს რო­გორც ამ­ბო­ბენ და შეჰ­პირ­დნენ, რომ მალე გა­მო­უშ­ვე­ბენ. ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ გა­და­უ­წყვე­ტია, რა გზით წა­ვიდ­ნენ: ამ, რო­გორც ჩანს, წე­სი­ერ კაცს შე­ტე­ნონ, რომ ის არის ტე­რო­რის­ტი მა­მა­ძაღ­ლი, რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლე­ბი შე­ტე­ნონ, ბო­ლომ­დე მი­აწ­ვნენ ამას და სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი ძა­ლის­მი­ე­რად გა­და­ტე­ხონ, წა­უყ­რუ­ონ, ან არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, ფორ­მა­ლუ­რად ვი­ღა­ცებს შე­ა­ხო­ცონ ხელი. იქ იყო 10-14 კაცი, ნა­ხეთ სა­დიზ­მის დონე.

ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ასეთ ფაქ­ტზე მი­ნი­მუმ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გა­დამ­დგა­რია. ეს არ იყო ერ­თე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ეს იყო სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იყო ჩარ­თუ­ლი. სის­ტე­მა ამ ტი­პის კრი­მი­ნა­ლურ და­ნა­შა­ულ­ზე დგას. შსს მი­ნისტრს ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა აქვს სა­კად­რო ამ­ბებ­ში, ასეა პო­ლი­ცია სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ის იზი­ა­რებს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არა­მედ შე­იძ­ლე­ბა უფრო მძი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეც იყოს აქ ლა­პა­რა­კი“, – გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში, ე.წ. კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში ორ პირს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ჯგუ­ფი ფი­ზი­კუ­რად დღეს გა­უს­წორ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“ ავ­რცე­ლებს. თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციელების დაკავება მოუწიათ, რადგან ძალადობის ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს – „ჩასვამენ“ და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არავინ იქნება” – ზურაბ ჯაფარიძე გორში მომხდარზე
  • “შემომივარდნენ, ისე მცემეს ტვინის შერყევიანი ერთი წელი ვიწექი…სულ ყველაფერი დამიმტვრიეს, სახლი გამინადგურეს” – 68 წლის ქალი მეზობლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
  • “ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ” – ზურაბ ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge