გრენლანდიის მრავალი პატარა მყინვარი დიდი სიჩქარით დნება. დნობა იზრდება, განსაკუთრებით არქტიკულ რეგიონებში, სადაც ტემპერატურის მატებას შესაძლოა ყველაზე ცუდი შედეგები მოჰყვეს – ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უცხოური მედია ავრცელებს.
გრენლანდიის ჩრდილოეთში არსებობს პერიფერიული მყინვარები, რომლებიც კუნძულის მყინვარულ ფარს არ უკავშირდება. არქტიკაში დაწყებული დათბობის გამო, მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება.
იზოლირებული მყინვარები კი, გრენლანდიის ყინულით დაფარული ფართობის მხოლოდ 4%-ს შეადგენს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2003-2009 წლებში ყოველწლიურად 27,2 გიგატონა პერიფერიული ყინული დნებოდა, 2018-2021 წლებში კი ყოველწლიურად უკვე 42,3 გიგატონა.