Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გახდა თუ არა ზეწოლის მსხვერპლი მძღოლი, რომელსაც საპროტესტო აქციისთვის აპარატურა გადაჰქონდა?

May 28, 2026
გახდა თუ არა ზეწოლის მსხვერპლი მძღოლი, რომელსაც საპროტესტო აქციისთვის აპარატურა გადაჰქონდა?

გახდა თუ არა ზეწოლის მსხვერპლი „პიკაპის“ მძღოლი, რომელსაც 26 მაისს საპროტესტო აქციისთვის მანქანით აპარატურა გადაჰქონდა? – ამ ეჭვს „დროას“ ლიდერი, გიგა ლემონჯავა მას შემდეგ გამოთქვამს, რაც სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა” ირაკლი დუდაშვილის სატელეფონო ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მძღოლი აცხადებს, რომ თავს ოპოზიციის ალიანსის მიერ მოტყუებულად გრძნობს.

„თითქმის ყველა აქციაზე ვქირაობთ მანქანას, რომელზეც დევს გახმოვანების სისტემა. დღეს დილით აქციის „პიკაპის“ მძღოლს, ირაკლის, დავეხმარეთ მანქანის გამოყვანაში საჯარიმო სადგომიდან, გადავუხადეთ საჯარიმო სადგომის საფასური, გადავუხადეთ კუთვნილი ანაზღაურება, წამოვიღეთ ჩვენი ტექნიკა. მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვება შეწყდა, ირაკლის ვეღარ დავუკავშირდით.
უკვე 4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. დიდი ალბათობით, ის იზოლირებული ჰყავს მოძალადე სისტემას და არ აძლევს ჩვენთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ვაგრძელებთ მასთან დაკავშირების მცდელობას“, — დაწერა სოციალურ ქსელში გიგა ლემონჯავამ.

მისი თქმით, როგორც გორში იძალადა სისტემამ უდანაშაულო ხალხზე და შემდეგ მსხვერპლი დააკავეს, სავარაუდოდ, ასეთივე ძალადობის მსხვერპლია გუშინდელი აქციის „პიკაპის“ მძღოლი, რომელსაც „ტყუილებს ალაპარაკებენ“.

„ასე ექცევა სისტემა უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რომელიც ელემენტარული შემოსავლის მისაღებად მძიმედ შრომობს. ჯერ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაართვეს ავტომობილი, მართვის მოწმობა, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, და შემდეგ ძალადობის გამოყენებით აიძულებენ მათთვის სასურველი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ამ დროისთვის ვცდილობთ ვითარებაში გარკვევას.

როგორც გორში იძალადა სისტემამ უდანაშაულო ხალხზე და შემდეგ მსხვერპლი დააკავეს, სავარაუდოდ ასეთივე ძალადობის მსხვერპლია გუშინდელი აქციის პიკაპის მძღოლი, რომელსაც ტყუილებს ალაპარაკებენ.

ასე ექცევა სისტემა უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რომელიც ელემენტარული შემოსავლის მისაღებად მძიმედ შრომობს. ჯერ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაართვეს ავტომობილი, მართვის მოწმობა, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შემდეგ ძალადობის გამოყენებით აიძულებენ მათთვის სასურველი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

ამ დროისთვის ვცდილობთ ვითარებაში გარკვევას. ყველა ადამიანთან, ვინც ერთი ლარი მაინც ჩარიცხა ირაკლის დასახმარებლად, თავს ვგრძნობთ ანგარიშვალდებულად და გვინდა გითხრათ, რომ თუ მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, ვაპირებთ, თანხა გადავრიცხოთ პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ფონდში”- წერს ლემონჯავა.

ცნობისთვის, ირაკლი დუდაშვილი ამტკიცებს, რომ თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან არ იცოდა, სად მიდიოდა.

„არ ვიცოდი, სად მივდიოდი. ინფორმაცია მქონდა, რომ კონცერტივით უნდა ჩატარებულიყო. 51-ე სკოლის უკან შესასვლელი რომ არის, მანდ დადეს ეგ დინამიკები და გამოვედი იქიდან. 2-3 კილომეტრი არის გასავლელი, აქვეაო. მანქანაზე დარჩება დინამიკებიო და 2-3 საათის მერე წამოვალთო უპრობლემოდ. შევედი ამ მანქანით და მერე უკვე უკანა გასასვლელი გზაც ჩაიკეტა და მოვხვდი ხალხში“, — ამბობს, „იმედის“ ცნობით, ირაკლი დუდაშვილი.

26 მაისს 1000 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დინამიკები მიიტანა. გარდა ამისა, მას 1 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა.

ამის შემდეგ, ოპოზიციის ალიანსმა გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას მძღოლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „პიკაპის“ მძღოლის დასახმარებლად 22 485 ლარი შეგროვდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პაპუნა ლოცულაშვილზე 10-მდე პირი ძალადობდა, 6 პოლიციელის დაკავება არაა საკმარისი – გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს” – პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ადვოკატი
  • “პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს” – თამარ ონიანი
  • “ვნახე ეს კადრები…” – რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ გორ­ში მომ­ხდარ ფაქტზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge