Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

May 28, 2026
სააკაშვილი ასახელებს სამ პირს, ვინც “რუსებს ხელისუფლების ასაღებად გამზადებული ჰყავდათ”

შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე თავისი მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით. რაც მეტს ვიხვეწებით, მით ვერაფერს მივიღებთ. ეს ხვეწნა-მუდარა მხოლოდ სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს დიქტატორს – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერი არ არის თავისუფლების ღირსი, რომელიც გათავისუფლებას მუდმივად უცხოეთიდან ელოდება, ამერიკიდან, ევროპიდან, უკრაინიდან.

„ვნახე წარმატებული საპროტესტო აქცია, რომელზეც გამოვიდა საზოგადოების აქტიური ნაწილი და მინდა ჩემი აზრები გაგიზიაროთ იმაზე თუ როგორ ვიმოქმედოთ დღეიდან ახლა თვითკმაყოფილების კი არა ბევრად მეტი მოქმედების დროა.

ჯერ მინდა მოგიყვეთ 25 მაისის სასამართლოზე, რომელზეც წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მომიწყვეს, სუსის ოდეერის, ვინმე ლაშას (რომელიც დედაჩემს სისხლს უშრობდა „ვივამედში“ დამამცირებელი ჩხრეკით და სხვა პროცედურებით) ხელმძღვანელობით.

ჯერ „ქოც-მოსამართლემ“ დემონსტრაციულად დაიგვიანა და დიდი დროის გატარება მომიწია ბინძურ ვიწრო ლოდინის საკანში, შემდეგ დარბაზში შესვლის შემდეგ შეეცადნენ ხელი შეეშალათ რათა ხელი არ ჩამომერთვა ადვოკატებისთვის. შემდეგ „ქოც-მოსამართლემ“ უარი მითხრა სიტყვის მოცემაზე და შეშინებულმა სასწრაფოდ დახურა სხდომა და გაიქცა.

მე კი ამ დროს მაინც ავიღე სიტყვა ჯერ ქართულად და შემდეგ უკრაინულად და ამ დროს მეცა ათამდე ბადრაგი გასათრევად. მიუხედავად ძალებში დიდი უთანასწორობისა, მე კარგად შევეწინააღმდეგე და ძალიან დიდხანს მოუწიათ ჩემი ჯაჯგური. ნუ ეს ყველაფერი გაკეთდა, მათი ჭკუით, 26 მაისის წინ ჩემი დამცირებისთვის.

რატომ გიყვებით ამას? – იმიტომ, რომ დროა საბოლოოდ მივხვდეთ, რომ ყაჩაღ დიქტატორზე არ მოქმედებს არანაირი შეწყალების მუდარა, ჰუმანიზმს ის განიხილავს სისუსტედ, პოლიტიკურ კოლაბორაციონისტებს ჯერ იყენებს, მაგრამ შემდეგ მოისვრის ხოლმე.

მას, ისევე როგორც მის პატრონს მოსკოვში, ესმის მხოლოდ ერთი ენა – ორგანიზებული წინააღმდეგობიდან წარმოშობილი ძალის ენა.

ამასწინათ ძალიან გონიერმა ნუცა ბათიაშვილმა თქვა ძალიან ზუსტად, ივანიშვილმა გაუპატიურებისკენ მიდრეკილების მქონე მოძალადე მტრის წინაშე გააშიშვლა საქართველო, მაგრამ მე მინდა ამას დავუმატო, რომ ზუსტად ასევე შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე თავისი მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით. რაც მეტს ვიხვეწებით, მით ვერაფერს მივიღებთ. ეს ხვეწნა-მუდარა მხოლოდ სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს დიქტატორს.

არადა ჩვენ ვართ ერი, რომლის საყვარელ სიმღერაში არის სიტყვები „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა”, რომლის ერთმა წარმომადგენელმა, საჩინო ბარათაშვილმა, სოლოლაკის კლდის მსგავსი კლდიდან გადმოისროლა მოღალატე ყორღანაშვილი, ნუთუ ახლა დავედით გაუპატიურების იდეალური მსხვერპლის დონეზე? იმ ხალხის წინაშე, რომელთა ლოზუნგია „ნულოვანი თანაგრძნობა”. უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა. და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერი არ არის თავისუფლების ღირსი, რომელიც გათავისუფლებას მუდმივად უცხოეთიდან ელოდება, ამერიკიდან, ევროპიდან, უკრაინიდან.

ერთადერთი რითაც შევძლებთ თავის დახსნას არის გაბედული ადამიანების მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობა, რომელიც შეძლებს მოძალადეებს არ აცემინოს, არ დააჭერინოს, არ დააჩაგვრინოს თავი. ეს წინააღმდეგობა უნდა წარმოებდეს ყველა დონეზე. მე ჩემის მხრივ უარი ვთქვი სასამართლოში ცხვარივით გაყოლაზე და ბოლომდე ვიბრძოლე, მიუხედავად ჩალურჯებული სხეულისა.

სხვებმა უნდა გაწიონ წინააღმდეგობა სოფელში მიწის მიმტაცებელი ფეოდალების, ქალაქში კორუმპირებული მერების და ეროვნულ დონეზე ხელისუფლების უზურპატორი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს უნივერსიტეტის კიბეზე პატიმრობის მომლოდინე სტუდენტი გოგოს უბრძოლველად გატანება, აქციების დროს მოძალადეებისთვის ხალხის ცემის საშუალების მიცემა და შემდეგ ამ ნაცემი ხალხის გაქცევა, იმის მაგივრად, რომ მოძალადეები გააქციონ. არ ვიცი შეიძლება ჩემი უკრაინული ბექგრაუნდი მალაპარაკებდეს, მაგრამ ხალხმა უნდა შეწყვიტოს ცხვარივით დასაკლავად სვლა.

და ის რომ ივანიშვილი და რუსები ხალხის და ქვეყნის საბოლოოდ განადგურებას აპირებენ, ეს მხოლოდ ძალიან ჭკუასუსტებშიღა იწვევს ეჭვს. სხვა ანალოგია, რომ მოვიხმაროთ – კამიკაძე ტერორისტებს გატაცებული ჰყავთ თვითმფრინავი და აპირებენ მიწაზე დახეთქებას. ამ დროს რა უნდა ქნან მგზავრებმა, სიკვდილის შიშით თავის ადგილებზე დარჩნენ თუ დაორგანიზდნენ და გაკოჭონ გამტაცებლები და დასვან თვითმფრინავი უსაფრთხოდ.

და ნუ დავიწყებთ იმის ძახილს, რომ ჩვენი ხალხი ამისთვის არ ვარგა. თავად შექმენით თავიდან ორგანიზებული წინააღმდეგობის უჯრედი ჯერ თქვენს სამ მეგობართან, მერე სამეზობლოსთან, მერე ბევრად ფართო წრესთან ერთად და აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ვართ და ძალიან დიდი ძალა გვაქვს.

საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ხალხის ძალა – ხვეწნის ნაცვლად!” – წერს სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება?” – ირაკლი ჭეიშვილი გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით
  • აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
  • ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge