აქტივისტი ირაკლი მილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ყველამ გააზიარეთ და გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ — 68 წლის ქალი ძალადობის მსხვერპლია!
ეს ქალბატონი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში ცხოვრობს. ეროვნებით აზერბაიჯანელია — სურაია ისმაილოვა. ძალიან ყურადღებიანი და კეთილი ადამიანია. მუდმივად ეხმარება გაჭირვებულებს — პირადად ჩემთვისაც არაერთხელ გამოუტანებია უპოვრებისთვის ფული, ტანსაცმელი, ღუმელი და ლოგინი. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უპატრონო ძაღლებს.
საქმე ეხება მის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. როგორც თავად ამბობს, მეზობლებმა საკუთარ სახლში სასტიკად სცემეს, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. მისი თქმით, სამართალდამცავები სათანადოდ არ რეაგირებენ და სოფელში მცხოვრებ დამნაშავეებთან ახლო ურთიერთობა აქვთ. ქალბატონი მარტო ცხოვრობს და კასპში გასვლის დროს ხშირად პარავენ თივას, პირუტყვს, ფრინველს და უმტვრევენ სათვალთვალო კამერებს. ასევე მიმართა გენინსპექციას, თუმცა, მისი თქმით, იქიდანაც ყურადღება არ მიუქცევიათ” – წერს მილაძე და ფოტოებს აქვეყნებს.
