Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გასულ ღამეს, პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს

May 28, 2026
გასულ ღამეს, პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს

გასულ ღამეს, პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს – ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” დაზარალებულის ადვოკატზე, ლაშა ტყეშელაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, პაპუნა ლოცულაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება როგორც სახის არეში, ასევე, სხეულზე.

“სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება. ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება ჰქონდეს ტვინის შერყევა. ასევე, დაზიანებული ჰქონდეს სახის ძვლები. როცა უტარდებოდა ექსპერტიზა და ცხვირზე მოკიდეს ხელი, ძალიან ეტკინა. მაშინვე თქვა ექსპერტმა , რომ უნდა გადაგვეყვანა კლინიკაში. ასევე, სხეულზე აქვს სხვადასხვა მრავლობითი დაზიანებები – სხვადასხვა არეში, ხელებზე, ფეხებზე, მუცელზე და ა.შ” – აცხადებს ადვოკატი IPN-სთან.

გუშინ, 27 მაისს, გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს, დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინიმუმ 2-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა ერთ მხარეს. მოსახლეობამ გაათავისუფლა გზა” – ჭიათურაში ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა
  • ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა
  • “გეუბნებიან, რომ ან ჩვენსკენ ხარ, ან ავდგებით და ტალახში გაგორიალებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხმიანება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge