Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიციელების მიერ ნაცემმა ახალგაზრდა კაცმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა

May 27, 2026
პოლიციელების მიერ ნაცემმა ახალგაზრდა კაცმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა

პოლიციელების მიერ ნაცემმა ახალგაზრდა კაცმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ამის შესახებ “პირველებს” მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

ლაშა ტყეშელაძე აღნიშნავს, რომ ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე ესაუბრა. მისი თქმით, პოლიციელებმა პაპუნა ლოცულაშვილზე სამ ეტაპად იძალადეს. 

ამ მომენტისთვის, ნაწამები ადამიანი გაათავისუფლეს, გადაჰყავთ ექსპერტიზაზე რომ შემოწმდეს, მას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, მაგრამ პირველ რიგში, მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მას გავსაუბრებოდი და სამ ეტაპად მოხდა მასზე ძალადობა. ჩემი რწმენით, რაც კადრებში ჩანდა, უფრო მეტად გამყარდა, რომ აღნიშნული მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს, უნდა დაიწყოს წამების მუხლით და ყველა ის მოძალადე, რომელმაც იძალადა მოქალაქეზე, რომელიც ბანკში მუშაობს, პატიოსანი ადამიანი, გამოსული იყო და პოლიციელები ესე მივარდნენ, რამდენიმე ათეული პოლიციელი იყო კადრში, იძალადეს მასზე ფიზიკურად და აწამეს. 

საზოგადოებას კიდე მინდა განვუმარტო, რომ ერთ ერთმა პოლიციელმა თითქოს სადღაც გააჟღერა, რომ თითქოს რაიმე საგანი ეჭირა მას, არავითარი საგანი არ არსებობს აღნიშნულ საქმეში, სამჯერ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა ძალადობა და ის ყველა პირი უნდა დაისაჯოს წამების მუხლით. 

დაკავებიდან, ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს,” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. 

ცნობისთვის, გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩემი გაზრდილია”- რას ამბობს გორში, იმ მამაკაცის ოჯახის წევრი, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მამაკაცზე, რომელზეც პოლიციელებმა გორში იძალადეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge