სამი წლის ბავშვის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ბაღის მასწავლებელი, ჯუნა ტუნგოშვილი, სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. მანამდე ბრალდების დადგენილება დაკავებულს იზოლატორში გააცნეს.
გამოძიების ინფორმაციით, ტუნგოშვილს მცირეწლოვანზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს ედავებიან, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, თავად მხოლოდ ერთ შემთხვევას აღიარებს.
საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
მხოლოდ ნაწილობრივ, მხოოდ ერთ კონკრეტულ კადრს, თუმცა ის კადრები, რომელიც მასმედიაში გამოქვეყნდა ჯუნას საქმესთან არ არის დაკავშირებული, უარყოფს ამას კატეგორიულად. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ მიაყენა და ვერ ჩავდგებით იმ პოზიციაში, რომ ვინმეს ბრალეულობა ვადასტუროთ. იყო ერთი კონკრეტული ფაქტი, რასაც ჯუნა ადასტურებს, რომ მან ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ მისცა გამოძიებას, ძალიან ინანიებს – ამბობს დაკავებული მასწავლებლის ადვოკატი მარიამ გელაშვილი.
ჯერჯეროით უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართავს სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს.
