“როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე – არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისგან!” – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა.
სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
