Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთ-ერთი პირი ყვება, რას მოჰყვა გორში პოლიციელებთან შელაპარაკება, რის შემდეგაც მას და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ

May 27, 2026
ერთ-ერთი პირი ყვება, რას მოჰყვა გორში პოლიციელებთან შელაპარაკება, რის შემდეგაც მას და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ერთ-ერთი პირი ყვება, რას მოჰყვა გორში, პოლიციელებთან შელაპარაკება, რის შემდეგაც მას და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ლაშა აბისონაშვილი აცხადებს, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მის მეგობარს, პოლიციელების მანქანა დაედევნა.

ლაშა აბისონაშვილის თქმით, ის მეგობრის დახმარებას ცდილობდა, თუმცა ფიზიკურად მასაც გაუსწორდნენ.

„მე და ჩემი ძმაკაცი გვცემეს მაგრად. მანქანა „მიუშვეს“, ამას შელაპარაკება მოჰყვა და მაგრად სცემეს. ვაშველებდი და შემდეგ მეც მცემეს. 28-29 წლისაა ჩემი მეგობარი, სამსახურში, შესვენებაზე იყო გასული და შემდეგ სამსახურში მიდიოდა ფეხით. ეს საუბარი იყო: „რატომ მომიშვიო [მანქანა]“. ჩხუბი რომ დაიწყო, შემდეგ მივედი. მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით. არ ვიცი მიზეზი,[რატომ სცემეს]. დარწმუნებული ვარ, მანაც არ იცის. არ ედო ბორკილები [ფიზიკური დაპირისპირებისას]. მე თავზე, ასევე, ფეხზე მაქვს დაზიანება. თუ მეც დამნაშავე ვიყავი, რატომ გამომიშვეს?“ – განაცხადა ლაშა აბისონაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღი ჰქონდა, ლაშა აბისონაშვილი აღნიშნულს უარყოფს.

„ჩხუბის შემდეგ გამიშვეს. ალბათ, პოლიციაშია გადაყვანილი ჩემი მეგობარი. ჩემი აზრით, ძალიან ცუდად იქნება. არ მინახავს, ყველა სცემდა ვინც მოვიდა. თავიდან თითქოს განეიტრალება მიდიოდა. ვინც მოვიდა, ყველამ ძალა იხმარა.

ამ ყველაფერს შემთხვევით შევესწარი. ჩემი დაკავება არც უნდოდათ, ეს გაუშვითო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. მაგინებდნენ…

ჩემს მეგობარს არასდროს ჰქონია რაიმე კონფლიქტი. ჩემმა მეგობარმა თქვა, მანქანა მომიშვა და ხელი გამომიქნიაო. ალბათ, უთხრა, [ჩემმა მეგობარმა] რას აკეთებო. ასევე, მან უთხრა, „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობ, ადვოკატს დავურეკავო და მაგაზე უფრო გახდნენ აგრესიულები“, – განაცხადა ლაშა აბისონაშვილმა „ქართლის ამბებთან“.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ” – კობახიძე
  • ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
  • “პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა” – მეუფე ზენონი გორში პოლიციელების ძალადობაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge