Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თურნავა ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს აბრალებს

May 27, 2026
თურნავა ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს აბრალებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილმა შეფერხებებმა გლობალური ინფლაციური შოკი გამოიწვია. პარლამენტში გამოსვლისას თურნავამ ამტკიცებდა, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს შიდა ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს.

“ჩვენ გვქონდა 2 წელიწადზე მეტი ძალიან დაბალ ინფლაციური. 2023-24, როდესაც ინფლაცია იყო ბევრად ნაკლები მიზნობრივთან შედარებით, საშუალოდ 1.8% , როდესაც მიზნობრივი ინფლაცია არის 3%, შემდეგ ინფლაცია კონცეტრირდებოდა და მისი გადახრები ასევე ახლოს იყო მიზნობრივ ინფლაციასთან და რომ არა ახლო აღმოსავლეთის შოკი, ჩვენ ვვარაუდობდით და ასეც იქცეოდა ეს მაჩვენებელი, რომ ამ წლის მეორე კვარტლიდან უკვე 3%-ს დაუბრუნდებოდა. ბოლო შოკი, ჩვენ მას ვეძახით მიწოდების შოკს, მაგრამ რეალურად ეს არის ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული საომარი მოქმედებები და მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობის და გაზის და ნავთობრპოდუქტების მაგისტრალის, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა თუ შეფერხებით მუშაობა, ამან გამოიწვია გლობალური შოკი. აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა საქართველოს მიმართ რაღაც ლოკალურ ზემოქმედებაზე, და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის მიმართ, რა თქმა უნდა, არამედ მთლიანად გლობალურად.

რა გავლენა მოახდინა ამან სხვა ქვეყნების ინფლაციაზე? ეს უნდა ვიცოდეთ. როგორც კი ეს ახალი შოკი დაფიქსირდა და არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში ის ცხელი ფაზა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს და ის გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა, რაც ახასიათებს სასაქონლო ბაზრებს, ნავთობის ფასებს, მყისიერად ერთი-ორად გაიზარდა, მოხდა გლობალური ინფლაციის პროგნოზების გადახედვა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვა როგორც მთალიანად მსოფლიოშია, სევე სხვადასხვა ქვეყანაში”, – თქვა დღეს თურნავამ.

თურნავას თქმით, 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და წინასაარჩევნო მოლოდინების ფონზე ბაზარზე გაურკვევლობა და ნეგატიური სენტიმენტები გაძლიერდა, რის გამოც ბიზნესი ჭარბი რაოდენობით დოლარს ყიდულობდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პოლიტიკური ციკლის დასრულების შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, ბიზნესმა ზედმეტი უცხოური ვალუტის გაყიდვა დაიწყო, რამაც სავალუტო რეზერვების შევსებისა და დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის შესაძლებლობა შექმნა.

“2024 წლის შემოდგომაზებაზრის სენტიმენტები, მოლოდინები იყო გაუარესებული, იმიტომ, რომ გარკვეული არაპროგნოზირებადობა ახლდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რაც ასევე, რა თქმა უნდა, უკავშრდებოდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, სამომავლო არჩევნებს. ასეთ დროს ეროვნული ბანკი და ჩვენ გვაქვს შესაბამისი სტრატეგია, რეაგირებს,ე ს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის წმინდა მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება, ჩვენ ვვარაუდობდით და ასეც მოხდა, რომ როგორც კიდ ასრულდება ეს პოლიტიკური ციკლი და გაურკვევლობის პერიოდი და დასრულდებოდა ისე, რომ ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებდით ისევ კვლავ შევსებას სავალუტო რეზერვების, იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობის და შიშების გამო იძენდა ბიზნესი დოლარს, რომელიც მას არ სჭირდებოდა ყოევლდღიური ოპერაციებისთვის და ასეც მოხდა. წლის ბოლოდან კვლავ უკან დაიწყო ბიზნესმა, ვინც შეიძინა ეს ჭარბი დოლარი, მისი გაყიდვა. ჩვენ შევძელით მისი შეძენა და მის შემდეგ ეს პროცესი გრძელდება და სერიოზული გალარება მოხდა კვლავ დეპოზიტების. ამის შემდეგ დაახლოებით 6%-იანი ლარიზაცია მოხდადეპოზიტების” – თქვა თურნავამ.

გახარიას გუნდის წარმომადგენელმა ნათია თურნავას კითხვა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც დაუსვა და დაინტერესდა, რატომ დააყენეს თავის დროზე ეროვნული ბანკის რეპუტაცია რისკი ქვეშ ერთი სანქცირებული პირის გამო.

თურნავა ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მაშინ მიიღო, ზოგადი გადაწყვეტილება იყო და არ იყო ვინმეს სახელთან და გვართან დაკავშირებული.

“გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა, პირველი – არ იყო არცერთ სახელთან და გვართან დაკავშირებული და ეს იყო ზოგადი გადაწყვეტილება იმისა, რომ ჩვენი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ჩვენ ქართულ ეროვნულ კანონმდებლობასთან. მეორე – გავიდა უკვე ორ წელიწადზე მეტი, ჩვენი საფინანსო სისტემა არის მაქსიმალურად სტაბილური, სანქციის არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენი ფულის გათეთრებისგან დაცვის და სხვა არალეგალური საფინანსო ნაკადებისგან დაცვის ჩარჩო არის ძალიან მყარი” – თქვა თურნავამ.

ერვნული ბანკის პრეზიდენტის ამ პასუხს გახარიას გუნდში “ტყუილი” უწოდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 3 წლის ბავშვის ცემაში ბრალდებული აღმზრდელი ამბობს, რომ “არასრულწლოვანზე ერთხელ იძალადა”
  • მოქალაქეებმა აქციის პიკაპის მძღოლისთვის 12 საათში 22 485 ლარი შეაგროვეს
  • გორში, პოლიციის მიერ ნაცემი კაცი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge