Thursday, May 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ რუსული ფულის ფლობას, მაგრამ ვერ ადასტურებენ“ – ხათუნა ხოფერია

June 22, 2022
„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ რუსული ფულის ფლობას, მაგრამ ვერ ადასტურებენ“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დეოლიგარქიზაცია საუბრობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს 11 წელია ვერ დაუმტკიცეს ქართულ ბიზნესში მონაწილეობა და სარგებელი. მისი თქმით ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მას ამის გამო ვერ დაიჭერენ და ქვემოქმედებასაც ვერ აუკრძალავენ.

“დეოლიგარქიზაცია!

რა არის და როგორია ეს ევროკავშირიდან შემოტენილი ან პირიქით, ევროპისთვის შეტენილი პროცესი?…

ვინ არის ოლიგარქი და როგორია ამ ტერმინის განსაზღვრება.?

ოლიგარქი არის ადამიანი, ვინც თანამდებობით ან ხელისუფლებასთან ახლო ყოფნით იშოვა ფული.

საინტერესოა ხომ?!

ვთქვათ, ხაზარაძე- ჯაფარიძე. ისინი აქტიურ პოლიტიკაში არიან, აქვთ საკუთარი პოლიტიკური პარტია, მათზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ ოლიგარქების მიმართ დეოლიგარქიზაციის პროცესი გასაგები და ადვილად შესასრულებელია- ჩამოაშორებ პოლიტიკურ პროცესებს, ამხელ მათი კაპიტალის როლს ანტისახელმწიფოებრივ აქციებში, გამოააშკარავებ მათი მხრიდან პოლიტიკური თანამდებობების გამოყენებას პირადი გამორჩენის მიზნით და ბოლო-ბოლო დაიჭერ….

ეს იქნება დეოლიგარქიზაცია!

ახლა, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი- უდაოდ დიდი კაპიტალის მფლობელი. ადამიანი, რომელსაც 11 წელია ვერ დაუმტკიცეს ქართულ ბიზნესში მონაწილეობა და სარგებელი. რომელსაც აბრალებენ რუსული ფულის ფლობას, მაგრამ ვერ ახერხებენ ამ ფაქტის დადასტურებას. ის ოფიციალურად გაემიჯნა პოლიტიკას, მაგრამ აბრალებენ პოლიტიკური პროცესების მართვას, ამბობენ(რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო ეს ჭორის დონეზე მოარული “ფაქტები” ) რომ ის აფინანსებს მმართველ ძალას, მაგრამ, რეალურად, მისი კაპიტალის 90% არის ფონდის განკარგვაში და ხმარდება საქველმოქმედო პროექტებს.

მას ვერ დაიჭერ!

ვერ აუკრძალავ ქველმოქმედებას!

ვერ დაუმტკიცებ პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებას, რამე თუ ორჯერ თავად დათმო იგი.

ანუ, ფეხებს ვერ მოჭამ კანონისა და სამართლის დაცვით!

ის უნდა დასაჯო ქველმოქმედებისთვის, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხრიდან მხარდაჭერისთვის, საქართველოს, როგორც სამშობლოს აღქმისა და სიყვარულისთვის!

და რა?!… სამშობლოდან უნდა გაასახლო?! სანქციები უნდა დაადო ქველმოქმედებას?! რატომ კარგი აგიგიაო და მარჯვენა მოჭრა?!…

ეს არ იქნება დეოლიგარქიზაცია!

ეს ვერ იქნება დეოლიგარქიზაცია!

ეს იქნება ყბადაღებული ევროპული დემოკრატიის სირცხვილი და ქართველი ხალხის ნების იგნორირება!

ეს იქნება ევროპის მიერ ოლია მათხივარისთვის შეთავაზებული 78 მილიონი, ივანიშვილის მილიარდიანი სამშობლოზე ზრუნვის სანაცვლოდ!

ეს იქნება ევროპისგან თავსმოხვეული ყველაზე არაცივილური, არაქრისტიანული, არაადამიანური ისტორიული ფაქტი!

ისე, დემოკრატია იქით იყოს და ევროპა ნამეტანი გაუწვა ამერიკას! ასე ბრმად დავალებების შესრულება წარმოუდგენელი უთავმოყვარეობაა. თან ბრიტანეთიც რომ დაგცინის და გემიჯნება.

მოკლედ, ზედმეტი არაფერი მოგივიდეთ!

მარცხი ელანძეა!” – წერს ხოფერია

Tags: ხათუნა ხოფერია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარკეთილში, ავტოსადგომიდან მიკროავტობუსის გატაცებისა და 4 მანქანის დამტვრევის საქმეზე 2 პირი დააკავეს
  • ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა – არიან დაშავებულები
  • „ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენს გავაჩენ-მეთქი“ – გეგმავს თუ არა ნანუკა გულუა მეოთხე შვილის გაჩენას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge