გორში, კომბინატის დასახლებაში, სადაც პოლიციამ მოქალაქე ჯგუფურად სცემა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. ინფორმაცის “ტვ პირველი” ავრცელებს.
კადრებში, რომელიც “ტვ პირველმა” მოიპოვა, შსს-ს მაღალჩინოსანი სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული და მიმდინარე სპეცოპერაციას აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიცია სავარაუდოდ დაკავებულ კაცს ჯგუფურად გაუსწორდა.
ვინ არის დაკავებული და რატომ ატარებს სპეცოპერაციას შსს, ჯერ-ჯერობით უცნობია.
