ნინო წილოსანი ამბობს, რომ ბრიტანეთმა, რომელმაც სამი ქართული კომპანია დაასანქცირა, ქართული გამოძიებისგან გაიგო, რომ აღნიშნული კომპანიები კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებში იყვნენ ჩართულები და რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.
თუ რატომ არ იყო საზოგადოება ინფორმირებული აღნიშნული სისხლის სამართლის საქმით, წილოსანი ამბობს – “ყველა სამართალდარღვევაზე რომ ბრიფინგი ჩატარდეს, ეს იქნება გასამხედროებული სახელმწიფოს რაღაცა რეალობა”.
“ყველა სისხლის სამართლის საქმე არ მგონია, რომ ასე სადმე ქვეყნდებოდეს. ამიტომაც, დიდმა ბრიტანეთმა მოაყოლა საპასუხო რეაქცია იმას, რაზეც ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა და შესაბამისმა ინსტიტუციებმა, ამ შემთხვევაში, ევროვნულმა ბანკმა კარგად იმუშავა. ყველა სამართალდარღვევაზე რომ ბრიფინგი ჩატარდეს, ეს იქნება გასამხედროებული სახელმწიფოს რაღაცა რეალობა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
