ავტომანქანა, რომლითაც რუსთაველის გამზირზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს, სამართალდამცავებმა ნიკოლაძის ხუთ ნომერში გააჩერეს.
როგორც “ოპოზიციური ალიანსის” წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, სამართალდამცავებმა ავტომობილი წაიყვანეს, ხოლო მძღოლი 1000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს.
პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
