შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს “ოპიზციური ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფირმაციაზე, რომელიც 26 მაიისს დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, განცხადება, რითაც შსს-ს მიმართეს, არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, მათ შორის არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
“წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან – მათ შორის არ იყო დაცული განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამასთან, განცხადებაში არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
შესაბამისად, ინიციატორებს ეცნობათ,რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიის შემდეგ შსს-დანაც მიიღო პასუხი.
„მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა. ამათ საერთოდ საოცრება აღმოხდათ: გვარამია თავად რატომ არ მოვიდაო. კიდევ სხვა დებილობებიც მრავლად, მაგრამ მთავარი რაცაა, კი ვიცით: ამ ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია, გადაჭარბების გარეშე, აკრძალულია.”სახლში რაც გინდა, ის აკეთეთ” არ გამოვა, „ქოცებო“. აქცია გაიმართება, როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, ხოლო ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური პასუხები განიხილება მოგვიანებით და სამართლიანი სასამართლოს მიერ“- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.
მანამდე, ნიკა გვარამიამ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ თბილისის მერიამ „ოპოზიციური ალიანსს“ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების განთავსებაზე უარი განაცხადა.
კერძოდ, როგორც მერია „ალიანსისთვის“ გაგზავნილ პასუხში აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები, შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, პარლამენტის მიმდებარედ კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა, მერიას „დაუშვებლად მიაჩნია“.
