26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაიგეგმა – “ოპოზიციის ალიანსი” ხელისუფლებას პასუხობს. თბილისის მერიამ დღეს, 26 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისწერა, რომ არ რთავენ ნებას, რომ რუსთაველის გამზირზე ან სცენა ააწყონ, ან საავტომობილო გზა დაიკავონ.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ააცხადებს, რომ 26 მაისს იქნება მსვლელობა ვაკიდან პარლამენტამდე და იქნება დიდი მიტინგიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან მაგ დღეებში სწორედ საქართველოში. მათ დასანახადაც ხდება რაღაცები ახლა – ამბობს გვარამია.
“ჩვენი უფლებების რეალიზაციაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ის, რომ ქოცი მოგვწერს მის მიერ გამოგონილ შეზღუდვებს, ეგ ვერ გაგვაჩერბს ვერც ერთ შემთხვევაში. მთავარი, რაც მინდა ვთქვა – 26 მაისს იქნება ყველაფერი ისე, როგორც არის დაგეგმილი უკვე ორი თვეა, როგორც იცის ხალხმა. იქნება მსვლელობაც რუსთაველამდე ვაკიდან, იქნება მიტინგიც. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იქნებიან მაგ დღეებში სწორედ საქართველოში. მათ დასანახადაც ხდება რაღაცები ახლა. ასევე თუ არ მეშლება რუბიო ამ დღეებში იქნება ერევანში, სოწრედ იმ დღეებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და არ იქნება საქართველოში იმის გამო, რომ საქართველოში “ქართული ოცნებაა” და არის რეჟიმი. ამიტომ, ყველა თვალსაზრისით, ჩენ ხელი უნდა შევუშალოთ “ოცნების” ანტიდასავლურ კურსს”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
“კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი წევრი, თენგო თევზაძე მერიისგან მიღებულ პასუხს ხელისუფლების შიშით ხსნის – პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ “ოცნებას” ახლა ბევრი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის ეშინია.
“31 მარტს დაანონსდა 26 მაისის აქცია. თუ მათ რაიმე მსგავსი ჰქონდათ გადაწყვეტილი, მათ უნდა ეთქვათ წინასწარ. ახლა რომ შეშინებულები არიან, დამფრთხალები და იციან, რომ ბევრი ადამიანი გამოვა და თითქოს აქციის აკრძალვას თუ შეზღუდვას აპირებენ, ამას ვერ დავემორჩილებით. ეს მარში აუცილებლად გამოვა”, – ამბობს თენგო თევზაძე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ საქართველო 26 მაისს “შაჰ-აბასობის მომწყობი ხელისუფლების ორგანიზებით არ აღნიშნავს”.
“26 მაისი არის დღე, რომელსაც 10 000-ით ქართველი არ აპირებს, რომ აღნიშნოს შაჰ-აბასობის მომწყობი ხალხის ორგანიზებით. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და გამოვაცხადებთ, რომ არ ვეგუებით ივანიშვილის სურვილს, დაამყაროს დიქტატურა ამ ქვეყანაში. იქნება დიდი საპროტესტო მსვლელობა”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ცნობისთვის, 26 მაისის აქციის კამპანიის ფარგლებში ალიანსის ლიდერები ამ წუთებშიც ხალხთან მართავენ შეხვედრას და მოქალაქეებს პროტესტის აუცილებლობაზე ესაუბრებიან.
