რესტორანი Jumbo, რომელიც ჰონგ-კონგის ნავსადგურში თითქმის 50 წლის განმავლობაში იყო განთავსებული, სხვა ადგილას გადატანის მიზნით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაიყვანეს, რა დროსაც, კონსტრუქცია გადატრიალდა და ჩაიძირა – აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რესტორნის მფლობელი კომპანიის თანახმას ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
აღნიშნული რესტორანი საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა. წოველწლიურად მას სამ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობდა.