“ძლიერი საქართველო – ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს – გუშინ ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად ქობულეთის სოფელ დაგვაში იმყოფებოდა.
კუპრაძის განცხადებით, დაგვაში უნიკალური ბერძნული სტილის არქიტექტურული ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი პრაქტიკულად განადგურებულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
მისი თქმით, მსგავსი ისტორიული და კულტურული ობიექტების მიტოვება არა მხოლოდ მემკვიდრეობის დაკარგვას, არამედ ქობულეთის ტურისტული პოტენციალის სერიოზულ შემცირებას ნიშნავს.
ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად სამეგრელოშიც ჩავიდა, სოფელ დიდინეძში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს შეხვდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – თხილის მოსავლის რეალიზაციის სირთულე.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, რეგიონებში არსებული პრობლემები სისტემურია და საჭიროებს სწრაფ, ეფექტიან და გრძელვადიან გადაწყვეტას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას რეალური განვითარების შესაძლებლობა მიეცეს
