პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის (AEAJ) გენერალური ასამბლეის მიერ, ასოციაციის წევრად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა იქნა არჩეული. ამის შესახებ ინფრომაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ხუჭუა შეუერთდება დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოების საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE-ODIHR) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამართლის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნების მოქმედი მოსამართლეები. ევროპელმა მოსამართლეებმა ვლადიმერ ხუჭუას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მოსამართლის განცხადებით, აღნიშნული „დიდი პატივთან ერთად გარკვეული პასუხისმგებლობაა მისთვის და საერთაშორისო ფორმატების საშუალებით, მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის“.
