სისხლიანი გარჩევა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის – მოკლულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ერთმა მუშაომ მეორეს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. როგორც “ტვ პირველს” უყვებიან, კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ წერეთლის გამზირზე, იქსორის მშენებარე ტერიტორიის მიმდებარედ მოხდა. მვკლელობსი ერთ ერთ-მოტივად ფინანსური დავა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
