უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატებსა და გრაფიკთან დაკავშირებით აშშ-ისგან პასუხს ელოდება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის პოზიცია ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში, რადგან წლის დასაწყისიდან უკრაინის ტერიტორიის 590 კილომეტრი გათავისუფლდა და კიევის კონტროლის ქვეშაა.
„ეს ტენდენცია ნამდვილად არ შედის ოკუპანტის ინტერესებში. ჩვენ ვაგრძელებთ დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდას. ყველა სახის სანქციებთან ერთად, ეს აიძულებს რუსეთს, აირჩიოს დიპლომატია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან, ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერთან საუბრისას მან უკრაინული დაზვერვისთვის ხელმისაწვდომი დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსების გეგმების შესახებ.
„სამხედრო და პოლიტიკური გეგმების შესახებ. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დიპლომატიის გასაძლიერებლად. ველოდები ამერიკული მხარის პასუხს შესაძლო ფორმატებისა და შეხვედრების გრაფიკის თაობაზე“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
