Saturday, May 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ, ლილუაშვილის წინააღმდეგ სამხილები შემოაკლდათ”- რას ამბობს ყოფილი პარლამენტარი

May 22, 2026
“თურქმა ბიზნესმენმა მილიონ დოლარად იყიდა უსაფრთხოების უფროსი“- ზურაბ ფარჯიანი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

გახსოვთ ეს კაცი? ამხანაგი რაჟდენ კუპრაშვილი. სულ ცოტა ხნის წინ ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რომელმაც თავის მუშაობა ისე დაამთავრა, რომ მის მიერ გამოვლენილ კორუფციონერებზე საზოგადოებას არაფერი გაუგია. ამავე დროს, მისი ბიუროს ხელმძღვანელობისდროინდელი მთავრობის პრემიერი და მინისტრები მის მონაწილეობის გარეშე სუსმა ციხეში სწორედ კორუფციის ბრალდებით გაუშვა. ბევრგან მოვიძიე და ასეთი “ეფექტიანი” ანტიკორუფციული ორგანო ისტორიას არ ახსოვს .

სამაგიეროდ, ამხ. რაჟდენი და მის დაქვემედებარებაში მყოფი ორგანო დიდი ენთუზიაზმით ითავსებდა სამოქალქო სექტორის უმოწყალო ჟანდარმის ფუნქციას, ენთუზიაზმით “იცავდა” ქვეყანას “უცხო ქვეყნების” თუ “დიფ სთეითის” აგენტებისგან, ეროვნების არმქონე გლობალისტებისგან, რომლებიც გახრწნილი ევროპელების დავალებით მშობლიური პარტიის პოლიტიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდნენ .

ახლა, ამხ. რაჟდენი სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის, ახობაძის ადვოკატად მოგვევლინა! მან თავის საქმიანობაში ადამიანები უნდა დაიცვას, მათ შორის ხელისუფლების მიერ მათი უფლებების შელახვისგან! არ გაგიკვირდეთ, თუკი ცოტა ხანში ამხ. რაჟდენი არამარტო ადვოკატად, არამედ უფლებადამცველად მოგვევლინოს და გამოგვიცხადოს, რომ მთელი ცხოვრება მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე იდგა! მართლაც შეუცნობელ არს გზანი უფლისანი!

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას ადრე დაკავებული სუს-ის უფროსის, ლილუაშვილის წინააღმდეგ სამხილები შემოაკლდა და მასზე ჩვენებების მისაცემად მისი მოადგილე დაიჭირა. ადვოკატი რაჟდენი კი, ეჭვი მაქვს, უზრუნველყოფს ახლად დაკავებული სუს-ის უფროსის მოადგილის “გონიერ” თუ “თვინიერ” მოქცევას და გამოძიებასთან მის ნაყოფიერ თანამშრომლობას! უბრალოდ ეჭვი მაქვს ასეთი!

გამოცდილება არსებობს. აი, დაახლოებით ისეთი, ღარიბაშვილის რომ ჰყავდა ადვოკატი შაყულაშვილი, საოცარ განცხადებებს რომ აკეთებდა მასზე, რომ ვერ გაარჩევდი თავისი მარწმუნებლის ადვოკატი იყო, თუ ისევ პროკურორი! თან ანალოგიებია ძალიან საინტერესო! ადვოკატობამდე შაყულაშვილიც ბატონი რაჟდენივით ოცნების დიდი მაღალჩინოსანი იყო, გორის, ხაშურის და ქალაქ თბილისის პროკურორი, ხოლო 2022 წლის აგვისტოდან 2024 წლის მარტამდე კი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული. მერე კი უეცრად ადვოკატობაში სრულიად გამოუცდელი კაცი მოგვევლინა წლის ყველაზე რეზონანსული საქმეში, კორუფციისთვის დაკავებული პრემიერ მინისტრის ადვოკატად და ბრწინვალედ შეასრულა თავისი ფუნქცია!

მოკლედ 35 წლიანი ქართული ტრაგიკომიკური სერიალი გრძელდება! მას ყველა ხელისუფლება და მის მორჩილი ხელისბიჭები მდუმივად ამდიდრებენ ერთმანეთზე უკეთესი და ჩახლართული სიუჟეტებით! ოღონდ ყველაზე სულელები, მაინც ისინი არიან, ვინც თანამდეობაზე ყოფნის დროს ფიქრობენ, რომ თუკი მონური მორჩილებით მოემსახურებიან თავიანთ ბატონს, ის მათ არ შეეხებათ! მერე რჩებიან გაკვირვებულები, ოღონდ, საკუთარ თავზე კი არა, ბატონზე!

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის – იტალიაში, ახალი წესები ამოქმედდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge