Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

May 22, 2026
“მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ნანუკა დააპატიმრონ”–მაია ასათიანი

“ხელისუფლებამ თქვა უარი საკუთარ მოქალაქეებზე და ბავშვებზე” – ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა და “დაიცავი ილიაუნის” მარათონს გამოეხმაურა.

“ნანუკას ფონდის” დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ შეგროვებული თანხა საზოგადოების პასუხია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების მიმართ – “საქართველოს მოსახლეობამ უპასუხა, რომ თქვენ ცდებით, ეს ასე არ არის, ჩვენ თქვენი გადაწყვეტილება არ მოგვწონს”.

მთავარი ამბავი არის ის სოლიდარობა, ის სტუდენტების აქტივობა. 600 ათასს გადასცდა [“დაიცავი ილიაუნის” სტუდენტების მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საჭიროებებისთვის შეგროვებული თანხა]. მე მგონია, რომ აქ არ არის მხოლოდ რაღაც ქველმოქმედებაზე საუბარი, მინდა მაყურებელს ავუხსნა მე როგორ ვხედავ ამ ამბავს, აქ საუბარია ერთ მარტივ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვანზე, ხელისუფლებამ თქვა უარი საკუთარ მოქალაქეებზე და ბავშვებზე, უარი თან იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რომელიც მათთვის ძალიან მარტივად ასაწევი იყო, შავი ფულით ხომ საერთოდ. შესაბამისად, საზოგადოების პასუხია. 

ჩვენ ვამბობთ ხშირად, ხელისუფლებას უყვარს კვლევებით მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოებრივი აზრის შემოწმება, ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს, ისინი ცდილობენ გააკეთონ ის, რაც უმრავლესობას მოეწონება. 

ამ ქვეყნის უმრავლესობამ მათ უთხრა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ უარი თქვეს ამ ბავშვებზე, ზურგი აქციეს და თქვეს, რომ ჩვენთვის არაფერს არ წარმოადგენს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე, ეს არ ფარავს საქართველოს და შესაბამისად ეს არაფერს ნიშნავს, საქართველოს მოსახლეობამ უპასუხა, რომ თქვენ ცდებით, ეს ასე არ არის, ჩვენ თქვენი გადაწყვეტილება არ მოგვწონს. ამიტომ, ამ თანხას, ჩემთვის, აქვს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა,” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ცნობისთვის, “დაიცავი ილიაუნი” თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.

22 მაისის, 22:00 საათისთვის, მარათონში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 600 000 ლარზე მეტი შეგროვდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ღრუბლიანობა მოიმატებს” – ნახეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
  • “შთაბეჭდილება მრჩება, რომ, ლილუაშვილის წინააღმდეგ სამხილები შემოაკლდათ”- რას ამბობს ყოფილი პარლამენტარი
  • ლევან ახობაძეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა – ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge