აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს მსოფლიოში უდიდესი არმია ჰყავს.
აღნიშნული განცხადება ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ახალი ხელმძღვანელის, კევინ უორშის ფიცის დადების ცერემონიაზე გააკეთა.
„ჩვენ გვყავს მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ძალები. მე ვიყავი პრეზიდენტ სი ძინპინთან და ვუთხარი, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ძალები. მას, სინამდვილეში, წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. სინამდვილეში, დიდად არ დამეთანხმა, თუმცა არც დიდად შემეწინააღმდეგა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება.
„ნახეთ, რა გავაკეთეთ ირანში. ირანი შეთანხმების დადების სურვილით კვდება. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ჩვენ მათ ძლიერად დავარტყით და სხვა არჩევანი არ გვქონდა, რადგან ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ტრამპმა.
