თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა, მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, ცოტა ხანში დაიწყება.
მოსამართლე მეია მელქაძემ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.
ეს არის საქმე, რომელზედაც მხოლოდ ოდოროლოგიური დასკვნა არსებობს, ანუ ძაღლების მიერაა ექსპერტიზა ჩატარებული.
უფლებადამცველების თქმით, ექსპერტიზა რეალურად არ ასახავს ფაქტებს და მოვლენებს, რადგან ღია სივრცეშია ჩატარებული.
“ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე აქვთ, ეს არის უცნობი და უსაბუთო ძაღლების მიერ, წვიმიან ამინდში აღებული სუნის კვალის ნიმუშების დამთხვევა, 10 თვის შემდეგ, თითქოსდა, ელისაშვილის ოდოროლოგიურ კვალთან, ამ მტკიცებულებების გარდა, სხვა მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, საქმე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რა შემთხვევაშიც შეიძლება ის არსებითი განხილვის მოსამართლეს გადაეცეს. მინიმალური სამართლიანობის პირობებში, უნდა შეწყდეს სამართლებრივი დევნა. ფაქტობრივად, ის, როგორც პოლიტიკოსი განეიტრალებულია, გარე სამყაროსთან აკარძალული აქვს კავშირი და მოთავსებულია უმკაცრესი რეჟიმის ციხეში, ბუნებრივია, ასეთი ილუზიები არ გვექნება, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ მისი დაცვისთვის სამართლებრივი საშაულებების გამოყენებას” – ამბობს ადვოკატი.
ექნება თუ არა საშუალება სიტყვით მიმართოს საზოგადოებას ელისაშვილმა და გააკეთოს განცხადება, ამას მოსამართლე გადაწყვეტს.
