“მადლობა, ახალგაზრდებო! მარტო მომავალი კი არა, აწმყოც თქვენია!” – წერს სოციალურ ქსელში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი.
ამ დროის მონაცემებით, დაიცავი ილიაუნი-ს სტუდენტებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 141 000 ლარზე მეტი შეაგროვეს. მარათონი ლაივ რეჟიმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
