Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს განაჩენს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს არ გამოუტანს ირაკლი ხუსკივაძე – დღეს ასამართლებენ სრულიად საქართველოს, თითოეულ პოლიტიკოსს და ყველა მომავალ პოლიტიკოსს” – მარიამ დოლიძე

May 21, 2026
“დღეს განაჩენს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს არ გამოუტანს ირაკლი ხუსკივაძე – დღეს ასამართლებენ სრულიად საქართველოს, თითოეულ პოლიტიკოსს და ყველა მომავალ პოლიტიკოსს” – მარიამ დოლიძე

დღეს განაჩენს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს არ გამოუტანს ირაკლი ხუსკივაძე. დღეს ასამართლებენ სრულიად საქართველოს, თითოეულ პოლიტიკოსს და ყველა მომავალ პოლიტიკოსს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარიამ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დღეს განაჩენს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს არ გამოუტანს ირაკლი ხუსკივაძე. დღეს ასამართლებენ სრულიად საქართველოს, თითოეულ პოლიტიკოსს და ყველა მომავალ პოლიტიკოსს. რაც შეეხება მოლოდინს, რა განაჩენი შეიძლება გამოიტანოს ირაკლი ხუსკივაძემ, პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. არ მგონია, რომ რაიმე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, იმიტომ, რომ კარგად ვხედავთ, როგორ მოქმედებს რეჟიმი. ძალიან კარგად ვიცით რის გამო ჰყავს ივანიშვილს დატყვევებული ლევან ხაბეიშვილი. მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური დაპირების გამო. მხოლოდ მისი სიტყვის გამო.

რეჟიმი აკავებს ყველას, დააკავებს ყველას, იმ ადამიანებს, ვინც დისკომფორტს შეუქმნის ივანიშვილს, მის გარემოცვას, მის რუსულ რეჟიმს. ეს უსამართლობა აუცილებლად ყველას კარზე დააკაკუნებს და დღეს ის ადამიანებიც კი, ვინც მიიჩნევენ, რომ მცირეოდენი დემოკრატია მაინც შემორჩენილია ამ ქვეყანაში, ცდებით, ძალიან ცდებით! იმიტომ, რომ ეს უსამართლობა აუცილებლად დააკაკუნებს თქვენი, თქვენი ახლობლების, შვილების, დებისა და ძმების კარებზე“,- განაცხადა მარიამ დოლიძემ.

ცნობისთვის, მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება.

საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. გუშინდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლევან ხაბეიშვილმა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ის სხდომას არ ესწრებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალავენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ვალია ვანიშვილს
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “თანამედროვე პირობებში ეკლესიის სიტყვა განსაკუთრებით ქმედითი მაშინ ხდება, როდესაც იგი მხოლოდ მორალისტური მოწოდებებით არ შემოიფარგლება” – მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge