Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება სხვა ბრალდებულებმაც მისცეს

May 21, 2026
გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება სხვა ბრალდებულებმაც მისცეს

100-მდე მოწმე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ – დაცვისა და ბრალდების მხარე “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე ჩვენება სხვა ბრალდებულებმა მისცეს.

არ არის გამორიცხული რეზონანსულ საქმეზე, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან დასაკითხად მიიყვანონ მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე ამ ეტაპზე ამბობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის ჩვენება შესაძლოა “საინტერესო” აღმოჩნდეს.

რაც შეეხება სხვა მოწმეებს, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის სიაში სულ 87 მოწმეა მითითებული, საიდანაც დაახლოებით 45 გამომძიებელია, რომლებმაც სუს-ის ექს-შეფის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ხოლო დანარჩენ პირებს შორის არიან სხვა ბრალდებულები, რომელთა ნაწილმა ჩვენება სასამართლოს დარბაზში უკვე მისცა, თუმცა მათ ადვოკატის თქმით, ამ ადამიანებმა მხოლოდ საკუთარ ბრალთან მიმართებაში ისაუბრეს.

ლანა ცერცვაძის თქმით, სხვა ბრალდებულებს არანაირი სახის ინფორმაცია გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში, რომ ის რაიმე ფორმით ჩართული იყო დანაშაულებრივ ქმედებაში, სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ.

“ბრალდების მხარის სიაში სულ 87 მოწმეა მითითებული, საიდანაც დაახლოებით 45 ადამიანი წარმოადგენენ იმ გამომძიებლებს, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, დანარჩენი პირები, რომლებიც მოწმეთა ბაზას წარმოადგენენ, მათ შორის არიან, ბუნებრივია, ბრალდებულები, რომელთა ნაწილი უკვე 11-პირიან წრეში დაკითხულები არიან სასამართლო პროცესზე. დასახელებული პირები საუბრობენ მხოლოდ თავიანთ ბრალთან მიმართებაში, თუ მათ რა ჩაიდინეს, სხვათა შორის აღიარებენ ეს პირები და გირაოს ქვეშ იმყოფებიან, თუმცაღა ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთ პირს, ვინც აქამდე დაიკითხა მოწმის სახით სასამართლოს დარბაზში, არანაირი სახის ინფორმაცია გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში, რომ ის რაიმე ფორმით ჩართული იყო დანაშაულებრივ ქმედებებში, მსგავსი ინფორმაცია მათ არ მიუწოდებიათ.

ბუნებრივია, იქნება ძალიან საინტერესო ბატონი რომეოს [მიქაუტაძის] ჩვენების დაფიქსირება სასამართლოში და დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს იტყვის და არაფერს სიმართლის გარდა და ეს სიმართლე არის მხოლოდ ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის შემხებლობა ქრთამის აღებაში მასთან ერთად, ერთობლივად ნამდვილად არ მიუღია.

დეტალებში არ შევალ ამ ფაქტთან დაკავშირებით [რას ეუბნებოდა აქამდე რომეო მიქაუტაძე გამოძიებას], თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოწმის ჩვენება არის ის, რასაც ის აძლევს სასამართლო სხდომის დარბაზში.

მსგავსი კატეგორიის [“ოცნების” სხვა მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსნები] მოწმეთა ბაზა წარმოდგენილი სასამართლოში არ არის.

ბატონი კახაბერ გვანცელაძე დღეის მდგომარეობით, ყოველ შემთხვევაში გამოძიების ინფორმაციით საქართველოში არ იმყოფება, ის გამოკითხული არ არის გამოძიების მიმდინარეობისას,” – ამბობს ლანა ცერცვაძე.

საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, მოწმეთა სიაში არიან როგორც ბრალდებულები, ასევე მსჯავრდებულებიც.

“ყველა მტკიცებულება იქნება გამოკითხული და იმის მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბუნებრივია, ამის მოლოდინიც გვაქვს. უსაფრთხოების გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ პროცესი ყოფილიყო დახურული, მოწმეების უსაფრთხოებაც და მიმდინარეობს კვლავ ამ მოწმეების დაკითხვა, შესაბამისად მიზანშეუწონელია ღია სხდომაზე მიმდინარეობდეს განხილვები. ბრალდებულები არიან და მსჯავრდებულებიც არიან მოწმეთა სიაში, დეტალებს მეტს ვერ მოგაწვდით,” – თქვა ნათია თათიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალავენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ვალია ვანიშვილს
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “თანამედროვე პირობებში ეკლესიის სიტყვა განსაკუთრებით ქმედითი მაშინ ხდება, როდესაც იგი მხოლოდ მორალისტური მოწოდებებით არ შემოიფარგლება” – მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge