ერთკაციანი პროტესტი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან – დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი ხმის გამაძლიერებლებით ცდილობდა, მოზარდების ხმა ივანიშვილისთვის მიეწვდინა.
შუშის სასახლესთან ისმოდა ბავშვების აუდიო ჩანაწერები, სადაც ისინი ითხოვენ წამალს. ერთ კაციანი აქცია “ოცნების” ლიდერის სასახლესთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების დიდ ჯგუფს იქ სეკრების უფლება არ მისცა.
ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე, აქ მშობლები ჩავატარებთ ერთკაციან აქციას. ჩვენ დაგვეკეტა კარები ხელისუფლების ყველა შტოსთან, ამიტომ მოვედით ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც არის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე. გვინდა პირადად მას მივმართოთ: ჩვენი შვილები სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არიან, მათი ჯანმრთელობა ყოველ დღე უარესდება. ერთადეღტი რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ არის ის, რომ შემოიტანოს პრეპარატი”- თქვა კახა წიქარიშვილი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ერთ თვეზე მეტია აქციას მართავენ. ისინი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შემოტანას ითხოვენ.
