Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გაზპრომს მიგვაბეს!” – რას წერს რომან გოცირიძე

May 20, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

„გაზპრომს მიგვაბეს“ – ასე ეხმაურება რომან გოცირიძე აზერბაიჯანთან გაფორმებულ გაზის შეთანხმებას და აცხადებს, რომ საქართველომ შესაძლოა ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენში საკუთარი გამტარუნარიანობა 20 წლით დათმო.

“გაზპრომს მიგვაბეს! საქართველო გაზს ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენიდან აღარ მიიღებს.

აზერბაიჯანთან გაზის ხელშეკრულებით, რომლის შინაარსსაც არ ამხელენ, როგორც ჩანს, საქართველომ 20 წლით დათმო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში გაზის გატარების კუთვნილი სივრცე და გადასცა იგი აზერბაიჯანს. საქართველო გაზს მხოლოდ ძველი, ამორტიზებული საბჭოთადროინდელი ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან მიიღებს. ამ ვიწროდიამეტრიან გაზსადენს, სიძველის გამო მხოლოდ 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. მომავალში, გაზის მოხმარების ზრდის კვალობაზე, ერთადერთი ალტერნატივა რუსეთისგან გაზის იმპორტი იქნება, რადგან აზერბაიჯანიდან მისი შემოტანა ფიზიკურად შეუძლებელი გახდება. უკვე დღესაც შეიმჩნევა მსგავსი რამ: მესამე წელია ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში ჩვენს კუთვნილ სივრცეს იყენებს აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდების გასაზრდელად, პარალელურად კი იზრდება ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი.

20 წელიწადში საქართველოში გაზის მოხმარება გაორმაგდება და 5-6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. დღეისათვის 3,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოვიხმართ. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის ნახევარი “გაზპრომის” იქნება.

დღემდე საქართველოს აზერბაიჯანიდან ტექნიკურად შეეძლო დაახლოებ 4-4,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტირება მილსადენების გამტარუნარიანობიდან გამომდინარე-2,5 მილიარდი ძველი, ყაზახი-საგურამოს მილიდან, 1,5 მილიარდი ბაქო-თბილისი-ერზერუმიდან. ეს უკანასკნელი 20 წლით დავკარგეთ. არც ის არის გამორიცხული, რომ სამუდამოდაც. არავინ იცის რას მოაწერეს ხელი” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაღესტანში, მთავარ გაზსადენზე სამი აფეთქება მოხდა
  • ქართველი ექიმი გარდაიცვალა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge