საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეზე გუშინ კანცელარიაში საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.
საიუბილეო ღონისძიებები 26 მაისიდან დაიწყება.
“მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.
„საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, 1 ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.
საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
