ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საელჩომ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ისრაელის ელჩმა, რომელმაც რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მიმდინარე კონფლიქტებსა და საერთაშორისო ვითარებაზე ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-ისრაელის მრავალწლიან ურთიერთობებსა და პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
მისივე განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს. ღონისძიება ოფიციალურ და საზეიმო გარემოში გაიმართა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართელ ხალხთან მეგობრობა და აქ ეს ჩანს კიდეც. ისრაელი ჯერ ახალგაზრდა სახელმწიფოა და კონფლიქტების მიუედავად, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, გვაქვს ბევრი რამ, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღმავებლად. მადლობა მობრძანებისთვის, განსაკუთღებით, ამ კონლიფქტის დროს. ეს მხარდაჭერის და სიყვარულის დიდი ნიშანია ისრაელისთვის და ჩენ ამ სიყვარულს უკან ვუბრუნებთ ყველა ქართველს, – განაცხადა ვალიდ აბუ ჰაიამ.
