Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება

May 20, 2026
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება

დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით განახორციელებს შესაბამის პროექტებს.

„ზამთრის სეზონიდან მოყოლებული უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში ძალიან დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომლებიც დაზიანებულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი აღნიშნული მიმართულებით, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, განსაკუთრებით ღამის საათებში, არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ შიდა საუბნო გზებზეც მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მასშტაბით იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მოსახლეობას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას, ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება სამუშაოები, რასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტი ხმაურის სახით, თუმცა ეს არ იქნება ხანგრძლივად. იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში გზის გადაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, თან სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდება, შესაბამისად, მუშაობა მხოლოდ ღამის საათებში მოგვიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 80 000 000 მლნ ლარი გამოიყოფა
  • ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge