Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული”- რას წერს გარდაცვლილი 22 წლის ბაბუა

May 20, 2026
“გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული”- რას წერს გარდაცვლილი 22 წლის ბაბუა

ყოფილი პოლიტიკოსი გია ყრუაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მისი 22 წლის შვილიშვილის, დათო ბლიაძის გარდაცვალების შესახებ წერს.

გია ყრუაშვილის თქმით, ახალგაზრდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც იგი აღნიშნავს, დათო ბლიაძეს დედა ემიგრაციაში ჰყავდა და წლების განმავლობაში ვერ ნახულობდა.

ყოფილი პოლიტიკოსის განცხადებით, შვილიშვილის გარდაცვალების ღამეს, იმავე მიზეზით, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა.

„მიწას მივაბარე ჩემი სიმწრით გაზრდილი 22 წლის შვილიშვილი – ჩემი დათუჩა… დედა ემიგრაციაში ჰყავდა და 5 წელი ნანახი არ ჰყავდა. მონატრებაში, ტკივილსა და უსამართლობაში დალია სული…

პარასკევს შესაბამის სამსახურში ოფიციალურად შევიტანე მოთხოვნა სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვაზე, რადგან სწორედ მისი გარდაცვალების ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა – 5 ანგელოზი, იმავე მიზეზით გარდაიცვალა.

ველოდები ოფიციალურ ცნობას… და დღეს, ჩემი დათუჩას საფლავთან დადებული ფიცით ვამბობ: მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, ძალას და სიცოცხლეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი დათუჩა იყოს ბოლო მსხვერპლი…

ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, მე ვერაფერი გამაჩერებს.

ვერ გამაჩერებენ ვერც ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდების დაღუპვაზე ხუჭავენ თვალს, ვერც ისინი, ვინც ამ უბედურებას ხელს აფარებენ.

მე დავიწყებ ბრძოლას… ბრძოლას იმ სიმართლისთვის, რომელსაც წლებია ფარდა ადევს. თუ რას და როგორ ვიწყებ — ამას ჩემი დათუჩას საფლავიდან მოგახსენებთ… იქ, სადაც ფიცი დავდე ჩემს ანგელოზთან,“ — წერს გია ყრუაშვილი.

მისივე თქმით, ის ბრძოლას იწყებს იმ პრობლემის წინააღმდეგ.

„მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს. ჩემს დათუჩას ვერაფერს ვეღარ ვუშველი, მაგრამ უნდა გადავარჩინო ის ბავშვები, რომლებიც ცეცხლს ეთამაშებიან. ძირითადად მუშაობა მიდის ისეთ ბავშვებზე, რომლებსაც დედა ემიგრაციაში ჰყავთ. მსხვერპლი მარტივად ხდება. ჩემი დათო იყო უწესიერესი ბავშვი. დედაჩემთან იზრდებოდა სოფელში. ყველამ იცის ეს. ის იყო ალალ-მართალი ბავშვი, რომელსაც სულ დედა ენატრებოდა. ჩვენმა შემართებამ მაინც ვერაფერი არგო. დატოვებული შვილი დედამისს, რომელიც გადაიხვეწა უცხო ქვეყანაში, რომ ფული მოეგროვებინა და აქ ბინა ეყიდა, დავახვედრე გაყინული, გარდაცვლილი ბავშვი…

ახლა გავარკვიე, ჩემს შვილიშვილს, პატარა ბავშვს 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული. ეტყობა თავისი ფულიც არ იყო. ალბათ აგროვებდნენ. გამომძიებელი საქმის კურსში მყავს მიხედავს ის და გაარკვევს ამ გადახდებს, სად ირიცხებოდა და ვინ არის… მივმართავ საზოგადოებას, მე არ გავჩერდები. არც თავის მოკვლას ვაპირებ. თუ ვიქნებით ბევრნი, ჩვენ გადავარჩენთ ბავშვებს. ღმერთმა ქნას, ყველა ჟურნალისტი, ყველა ეპისკოპოსი წინ აღუდგეს ამ უბედურებას“,- ამბობს გია ყრუაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი
  • “ნანუკა ჟორჟოლიანთან ადვოკატი არ შეუშვეს”- მარიამ გეგუჩაძე
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge