Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია” – მიხეილ სარჯველაძე

May 19, 2026
“დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია” – მიხეილ სარჯველაძე

ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი.

ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ევროპულ, წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას ქმნის.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საკითხზე მუშაობა პროფესიულ, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს, რათა გადაწყვეტილებები რაციონალურ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნეს მიღებული.

„მსოფლიოში არ აქვთ რეალური პასუხები და უკლებლივ ყველა არის ძიების პროცესში. ბუნებრივია, ჩვენც ჩართული ვართ ამ პროცესში, იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ეს მოგცემს შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. აუცილებელია, ნებისმიერი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით იყოს განმსჭვალული; აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის საფუძველზე მიღება; აუცილებელია, პროცესი დაუბრუნდეს სამუშაო ფორმატს. აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვის აუცილებლობა უბრალოდ არ არის. ერთადერთი მხარე, ვისთვისაც, შესაძლოა, საინტერესო და სასარგებლო იყოს საპროტესტო აქციის ფორმატის შენარჩუნება, შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი იყოს. მერწმუნეთ, ეს არაფრით ეხმარება არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებრივ ინტერესს. ყველა მზად არის, სამუშაო პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, იქნება იმ ხალხის სამსახურში, ვისაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ დატოვა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა საპატიმრო ორი დღით
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge