ცოტა ხნის წინ სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბოლო ზარის შემდეგ თელავის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც “ტოიოტას” მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა – ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
